logo
ENG



ლელოს რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

18 ოქტ 202013:43
3 წუთის საკითხავი
clock 702
2vp9510plyb2frl.jpg

პარტია ლელო საქართველოსთვის რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. საუბარია იმ პირებზე, ვისაც მამუკა ხაზარაძესთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა. როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, კონტაქტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

"თვითიზოლაციაშია ყველა, ვისაც ბოლო დღეებში მამუკა ხაზარაძესთან კონტაქტი ჰქონდა. ესაა ძალიან პატარა ჯგუფი. ტესტებს გავიკეთებთ დღესვე და შესაბამის ინფორმაციას გავასაჯაროებთ. დღესვე ლელოს ყველა ოფისში, რეგიონული თუ ცენტრალური, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები",-აცხადებენ პრესსამსახურში.

ლელოსვე ცნობით, მამუხა ხაზარაძე უახლოეს დღეებში არ იმყოფებოდა არცერთ სატელევიზიო გადაცემაში. 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მან განმეორებითი PCR ტესტი 48 საათში უნდა გაიკეთოს.


close დახურვა