უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და პარლამენტი მას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
"დღეს მოვაწერ ხელს განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს", - ამბობს გიტანას ნაუსედა.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.