logo
ENG



ლომჯარია: ციხეებში არსებობენ პრივილეგილებული პატიმრები, იმატებს დაუსჯელობის სინდრომი

10 დეკ 201912:23
3 წუთის საკითხავი
 
vloebbu9aogs7g4.jpg

დაუსჯელობის სინდრომი, პრივილეგირებული პატიმრები - ამ და სხვა საკითხებზე ამახვილებს სახალხო დამცველი ყურადღებას პენიტენციურ დაწესებულებებზე ყოველწლიურ ანგარიშში. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ რომ ციხეები არაფორმალურად იმართება. 

„ჩვენ ამ საკითხზე სპეციალური მონიტორინგი განვახორციელეთ, რომ უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები. იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების ნიშნები და პრივილეგილებული პატიმრები, მე მათ ვერ დავარქმევ კონკრეტულ სახელებს. დაუსჯელობის სინდრომი იმატებს. პასუხისმგებელი იქ ჩადენილ დანაშაულებზე არის ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც იქ არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.


close დახურვა