![8z8drjkwgmqzbz7.png](/uploads_script/news/thumb_8z8drjkwgmqzbz7.png)
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული გამოცემის USA Really-ს ავტორი ჯეფრი სილვერმანი სსიპ-ში საზოგადოებრივ კოლეჯში “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ინგლისურ ენას 2018 წლიდან ასწავლის. ამის შესახებ კოლეჯის ვებ-გვერდზეა ნათქვამი. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სილვერმანი რუსეთში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ინფორმაცია თავდაპირველად mythdetector-მა გაავრცელა.
ფოტო: დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია