ლუჰანსკის სოფელ ბელოგოროვკაში რუსი ოკუპანტების მიერ სკოლის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის შენობიდან, რომელსაც 100-მდე ადამიანი აფარებდა თავს, სულ მცირე 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
უწყების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
მანამდე ლუჰანსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ შენობის ნანგრევებიდან 30 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ხვალ განახლდება.