logo
ENG



მალიარი: უკრაინელმა სამხედროებმა პიატიხატკი გაათავისუფლეს

19 ივნ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/7kxtl8dk7fdzhic.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლება - პიატიხატკი გაათავისუფლეს. მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.

"ორ კვირაში უკრაინელმა დამცველებმა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 8 დასახლება გაათავისუფლეს. გასულ კვირაში, ჩვენი ჯარები შეტევაზეც და თავდაცვაშიც იყვნენ. აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებით მტერი დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობდა ჩვენი ჯარების წინსვლის შეჩერებას. რუსებმა იქ [ბახმუტში] დამატებითი დანაყოფები გადაიყვანეს და დაბომბვის ინტენსივობაც გაზარდეს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარი ამბობს, რომ გასული კვირის განმავლობაში, მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. მისი თქმით, გასულ კვირას, 4600-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა და დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 80-ზე მეტი აგრესორი მებრძოლი უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა