logo
ENG



მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

16 ნოე 202116:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/q0pp9dej9swvad8.jpg

ლელოს ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. 

მანდატის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს აზრს იმუშაოს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ხმებს იპარავენ. ხაზარაძე აცხადებს, რომ ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის დატოვების შესახებ პირველ ნოემბერს განაცხადა. 

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.

 


close დახურვა