logo
ENG



მაჟორიტარული სისტემა მიუღებელია, თუ შესაძლებელია, პროპორციულით ვიბრძოლებთ-კორძაია

08 ივნ 202019:26
3 წუთის საკითხავი
 

საერთო კანდიდატების აუცილებლობაზე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ. რაც შეეხება მისი პარტიის გეგმებს, კორძაიამ აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემა მათთვის მიუღებელია, ამიტომ თუ შესაძლებლობა ექნებათ, არჩევნებში პროპორციული სისტემით იბრძოლებენ.

„არსებითად განსხვავდება თბილისის სპეციფიკა რაიონების სპეციფიკისგან. თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება დაუპირისპირდეს საერთო ეროვნული ცნობადობის მქონე კანდიდატი ოპოზიციური, რომელიც საერთო ოპოზიციური მხარდაჭერით სარგებლობს. რაც შეეხება რაიონებს, იქ ასე მარტივად არ არის. იქ ადგილობრივი სპეციფიკაა გასათვალისწინებელი, ამიტომ რაიონებში შესაძლოა, ნამდვილად სჯობდეს მეორე ტურის მხარდაჭერის სტრატეგია. მაჟორიტარობა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ძალიან სერიოზული ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ამის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია საერთოდ მაჟორიტარული სისტემა ჩვენი დაფუძნების დღიდან. ასე რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ პროპორციული სისტემით ვიბრძოლოთ, მაშინ ვიბრძოლებთ ამ სისტემით“, - აღნიშნა კორძაიამ.

 

 


close დახურვა