logo
ENG



მარიამ კუბლაშვილი, საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას მიესალმება

24 ოქტ 201914:54
3 წუთის საკითხავი
 
hiaeiy93r0kka3c.jpg

ქალზე ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი, საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედის.

კუბლაშვილის თქმით, აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხა, ახლა კი თავადაც გეგმავს სახალხო დამცველს საქმეში ჩართვის განცხადებით მიმართოს.

„დაცვის მხარე ვეთანხმებით ჩაერთოს პროცესში და გაეცნოს საქმის მასალებს სახალხო დამცველი. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. მე არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც მივმართო და მაქვს კონკრეტული პრეტენზიები. ფიზიკურად ვერ შევძელი ამ დრომდე დროის უქონლობის გამო და მასთან შეხვედრას ვგეგმავ. ანალოგიურად ვაპირებ მივმართო განცხადებით, რადგან ჩვენი ინტერესები და უფლებებიც არის დარღვეული,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობა-გადაცემაზე უარი უთხრა. თოდაძის უფლებამდაცველები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა რაღაცას მალავს. თავად პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას ვერ უზრუნველვყოფს.

 

 

 


close დახურვა