logo
ENG



მარინა ეზუგბაია: მძიმე პაციენტები აღარ გვყავს

06 ივნ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შემთხვევაში კორონავირუსი ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მძღოლია, ერთი კი საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად ცენტრში 49 ინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მძიმე პაციენტები აღარ არიან.

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, იმპორტირებული. ორი აქედან სატვირთოს მძღოლია, ერთი კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებული პაციენტების გამოკლებით გვყავს 49 ინფიცირებული პაციენტი. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. პაციენტების მდგომარეობა ძირითადად ფასდება საშუალო სიმძიმით, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა, ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 808 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი, გარდაიცვალა - 13.


close დახურვა