logo
ENG



მდინარაძე ირწმუნება, რომ 43%-ის ვერაღების არ შეშინებიათ

28 ივლ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის ვერაღების შიშს არ უკავშირდება. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოცნება ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტს მიიღებს.

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე ეს თქვენი კითხვა იქნება ძალიან არააქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ავიღებთ გაცილებით მეტს. [გაყალბებას] არ ვაპირებთ რა თქმა უნდა. გაყალბებული არჩევნები იყო თქვენი ზოგიერთების ნარატივი, რწმენამდე ატანილი, თუმცა, ბოლო დღეებში განსაკუთრებით, წერტილი დაესვა. ამიტომ, უსაფუძვლოა ეს ეჭვი", - თქვა მდინარაძემ.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და "სხვადასხვა პირობაზე" იქნება დამოკიდებული.


close დახურვა