logo
ENG



მდინარაძე უგულავა-გაბაშვილზე: სამზარეულოში ხელი რომ გაეჭრათ, „ოცნებას“ დააბრალებენ

11 დეკ 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
6ki1bff8lwqb7li.png

ევროპული საქართველოსლიდერებზე, გოკა გაბაშვილსა და გიგი უგულავაზე თავდასხმას იხსენებენ თვითმხილველები. მათი თქმით, ინცინდენტის განმუხტვაში სამართალდამცველები იყვნენ ჩართულები. ინციდენტი ნეიტრალურ ზონაში მოხდა. აეროპორტში მომუშავე და დასაქმებული ადამიანები კამერებთან ურთიერთობას თავს არიდებენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმაფორმულასგანუცხადა, რომ ინციდენტში მონაწილეები კაფეში მაგიდასთან ისხდნენ, რა დროსაც მოხდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რასაც სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოყვა

ისხდნენ კაფეში, დალიეს, გადალაპარაკება იყო, შეესპორნენ" დასცხეს და ისინი მოერივნენ. ის ორი დაიჭირეს და ის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოიძახეს სასწრაფო. გაბაშვილი რეანიმაციით წაიყვანეს, ხოლო ის ბიჭები პოლიციამ, - აცხადებს თვითმხილველი. 

აეროპორტში მომხდარს ქართული ოცნების ლიდერები გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ვფიქრობ, დაპირისპირება შეურაცხყოფა მიუღებელია. მიუღებელია, რომ  ყველა დაპირისპირების შემდეგ ხელის გამოშვერა, რომ ხდება მმართველი გუნდისკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ყველა ინცინდენტი ოცნებას ბრალდება.

ეს ხალხი სამზარეულოში ვაშლს რომ თლიდეს და ხელი გაეჭრას, ოცნებას დააბრალებს. ჯერ გავერკვეთ რა ხდება, - განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ლიდერებს თავს დაესხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს თავს ორი უცნობი პირი დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე შშს- მოკვლევა დაწყებული აქვს 126- მუხლით, რაც ძლადობას გულისხმობს. დაკავებული პირები ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.


close დახურვა