logo
ENG



პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება-მდინარაძე ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს

12 თებ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

„პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქნება ინდულგენცია და ერთგვარი თავშესაფარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე აშშ-ის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა.

„ბუნებრივია, ვუერთდებით აშშ-ის საელჩოს გულის ტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს. ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციის თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა რომ ამას არამხოლოდ საზოგადოება ელოდება, არამედ ქვეყანას პარტნიორი სახელმწიფოებიც ურჩევენ.

„ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესები სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა