logo
ENG



მელია ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე: საჭიროა კონსულტაციები, დიდი ალბათობით, კენჭისყრა იქნება

11 მაი 202111:51
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში კონსულტაციებს იწყებს და ამბობს, რომ მაღალი ალბათობით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე კენჭისყრაც გაიმართება. ამის შესახებ მელიამ სახლიდან გამოსვლისას, ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ახლა მივდივარ და კოლეგებთან ერთად იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. შეზღუდულები ვართ დროის თვალსაზრისით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე.

რაც შეეხება დოკუმენტს, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, შეუძლებელია, რაიმე სახით პასუხი გაგცეთ, როცა კონსულტაციები დღეს იწყება. ამას მინიმუმ რამდენიმე დღე დაჭირდება. [...] 

შიგნით საჭიროა კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, კონსენსუსის სახით მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით".

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალაამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა. 

 


close დახურვა