" სიმდიდრე არაა ცოდვა, მისი არასწორად მოხმარებაა დანაშაული",-ეს განცხადება მეუფე პეტრემ "ფორმულას" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოს საქმიანობითა და ანგარიშებით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს და კითხვებს პასუხი გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
"საქართველოში, სადაც ათობით ათასობით ბავშვი შიმშილობს, ასევე ასი ათასობით ოჯახი შიმშილის ზღვარზეა და მორწმუნე ადამიანისთვის ჯერ ერთი შეუძლებელია სანამ ერთ გაჭირვებულ ადამიანს და მოშიმშილე ადამიანს ხედავს. რა თქმა უნდა, რეზიდენციაში ჩემი არცერთი დღე არ თენდებოდა ისე, რომ ელემენტარული დახმარება, სწავლის ფული, მცირედი თუ ა.შ. არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არ არსებობს არცერთი ისეთი თანხა, რომ დააკმაყოფილოს მოწყალე გული, მთავარია რაც გვაქვს ის დავხარჯოთ სწორად და ღმერთმა ხომ იცის ჩვენი შესაძლებლობა. რამდენად სწორად იხარჯება და არ მდიდრდება ამით ვინმე. სიმდიდრე არაა ცოდვა, მისი არასწორად მოხმარებაა დანაშაული. ამიტომ გააჩნია ვინ როგორ ხარჯავს. ამიტომ აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში. უნდა იქნეს შესწავლილი. დავიწყოთ მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან",- აცხადებს მეუფე პეტრე.