მეცნიერებმა დედამიწის ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს. მცირე ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც ორიდან სამ-ნახევარ მეტრამდეა. მკვლევარების აზრით, უკვე სამი წელია ასტეროიდი დედამიწის გარშემო ბრუნავს.
პლანეტას ის მიზიდულობის ძალის შედეგად მიუახლოვდა. ციური სხეული 15 თებერვალს დააფიქსირეს. თანამგზავრზე დაკვირვება გრძელდება.