მეხიკოს ქუჩებში უზარმაზარი ჩონჩხები გამოჩნდა. ადგილობრივი არტისტების მიერ მუყაოსგან შესრულებული ნამუშევარი მიწიდან ამოსვლას ცდილობს. იდეის ავტორებმა ჩონჩხებს ქვებიც დააყარეს, რათა შეიქმნას ეფექტი, თითქოს ისინის მიწიდან ნახევრად ამოსულები არიან. თანამედროვე არტმა პოპულარობა მოზარდებსა და ზრდასრულებში მალევე მოიპოვა. ხელოვნებმა ნამუშევარი გარდაცვლილთა დღეს მიუძღვნეს, რომელიც მექსიკაში პირველ ორ ნოემბერს აღინიშნება.