logo
ENG



მზია ამაღლობელს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

12 ოქტ 202522:36
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/12/h71wbdpmbsu187c.png

დღეს, 12 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.

„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ამბობენ „ფორუმ 2000“-ში.


close დახურვა