logo
ENG



მთავრობა სრული კარანტინის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

16 აპრ 202023:28
3 წუთის საკითხავი
 
jnc4vkrxb910quw.png

საქართველოს მთავრობამ სრული კარანტინისთვის სპეციალური ცხელი ხაზი აამუშავა. აპლიკაცია ჯერჯერობით არ მოქმედებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სრული კარანტინი გამოცხადდება, ის ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მოქალაქისთვის. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებულია მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ცხელი ხაზი იღებს მხოლოდ სატელეფონო ზარებს. ამასთან, განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა 144-ის მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც. ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს",-აცხადებენ უწყებაში. 

შეგანხსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, 21 აპრილის ჩათვლით იზღუდება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ასევე სავალდებულო ხდება პირბადეების ტარებაც საჯარო სირვცეში. დამრღვევი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 10 მაისამდე გრძელდება.


close დახურვა