logo
ENG



ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება - დამრღვევი 15 000 ლარით დაჯარიმდება

16 აპრ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

"ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ, საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს",- ეს განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

მისი თქმით იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით. 

"ასევე შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოსთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ყველამ კანონი არ დავიცავით, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვიტარების გამწვავების საფუძველი და მოგვიწევს სრული კარანტის ამოქმედება",-აღნიშნა ჩიქოვანმა. 

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348 -მდე გაიზარდა , აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა