ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ღირსების მარშზე მილიციამ 50 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.
ცნობისთვის, ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს ონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თავის მხრივ, ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს.