მრევლს კომენდანტის საათის დაწყებამდე მისვლისკენ მოუწოდებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები. მან მიმართვა ეპარქიის ფეისბუკ-გვერდზე გაავრცელა, რომელშიც მრევლს მიმართავს, რომ ტაძარში 9 საათამდე მივიდნენ და იქ დილის 6 საათამდე დარჩნენ, ასევე დაიცვან დისტანცირების რეკომენდაცია და თან იქონიონ პირბადეები.