logo
ENG



მიხაელ როთი: ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა

30 მაი 202419:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/l7g13hbv5dkf4ok.jpg

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა”, - წერს როთი X-ის პირად გვერდზე.

ელჩმა გუშინ, 29 მაისს BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეუთავსებელია, როცა EU-ის წევრობა გსურს და თან ცდილობ ის "გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო". კობახიძემ აღნიშნული განცხადებას "ანტიქართული" უწოდა და განაცხადა, რომ "გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს".

 


close დახურვა