logo
ENG



"ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ" - კობახიძე გერმანიის ელჩზე

30 მაი 202411:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/2v0bdlditw8k6ey.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს". ფიშერმა თქვა, რომ სანამ რუსული კანონი იმოქმედებს ქვეყანაში, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება

კობახიძე "ასეთი ელჩის გამოგზავნისთვის" გერმანიას აკრიტიკებს.

"შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში... ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია.

ელჩმა გუშინ, 29 მაისს თქვა, რომ შეუთავსებელია, როცა EU-ის წევრობა გსურს და თან ცდილობ ის "გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო". 


close დახურვა