logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი დამარცხდება, ჩვენ მის ოცნებას დავანგრევთ

08 მარ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების კრიტიკის გამო, იძულებული გახდა, უკან დაეხია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იდეალური საარჩევნო სისტემა ვერ მიიღება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება. 

„ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო, დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის „ოცნებას“ და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის“, - აცხადებს სააკაშვილი.

თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი დოკუმენტი საარჩევნო სისტემას, მეორე კი - მართლმსაჯულებას. 2020 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატები 120/30-ზე პროპორციით გადანაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პარტიული, 30 კი მაჟორიტარული სიით შევა.


close დახურვა