logo
ENG



მოსკოვში დააპატიმრეს სტუდენტი, რომელმაც WiFi-ს "დიდება უკრაინა" დაარქვა

10 მარ 202419:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/10/49amezy51tjd3dh.png

მოსკოვში დააპატიმრეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც Wifi-ს "დიდება უკრაინა" დაარქვა. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ "ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების" გავრცელებაში ცნო. 

სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის ოფიცერმა ქსელის სახელი ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ოფიცრებმა სტუდენტურ საცხოვრებელში მისი ოთახი შეამოწმეს და პერსონალური კომპიუტერი და WiFi-ს როუტერი ამოიღეს. 

ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთში ათასობით ადამიანს მიესაჯა პატიმრობა, ან დაეკისრა ჯარიმა. 

 


close დახურვა