logo
ENG



მწვანე სკოლასთან რიგითი მოქალაქეები სტიკერებს აკრავენ

19 დეკ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
lhlmafkdpns7noy.jpg

"მწვანე სკოლასთან" რიგითი მოქალაქეები და დევნილები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი სკოლის ჭიშკარზე სტიკერებს აკრავენ, წარწერით "ამ ცხოვრების დედაც". აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის სტიკერები დიღომში, პოლციის შენობაზეც გააკრეს. 

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, ისინი დევნილები არიან და ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აქციას მართავენ. 

„ჩვენ ვართ მშობლები და სოლიდარობას ვუცხადებთ დაღუპული ბავშვის მშობლებსა და თვითონ დაღუპულ ბავშვს. ჩვენ ვართ დევნილები, რომლებიც 3 თვეა ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროსთან. მოვედით, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჩვენი შვილები ჩვენთვის ყველაფერია. ეს სტიკერი იმის ნიშანია, თუ რა მოხდა. მთავარია რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა ამ სტიკერის არსი სწორად აუხსნან ბავშვებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

 


close დახურვა