logo
ENG



ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორ კვირას არ გადასცემენ

21 თებ 202420:07
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელი ნავალნის საქმეზე დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს. ევროკავშირის შემდეგ, ოპოზიციონერის სიკვდილის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე ინდივიდუალური სახელმწიფოები მსჯელობს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაუწესა სანქციები არქტიკაში იმ კოლონიის მაღალჩინოსნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი მოკვდა

პუტინის ციხეში დაღუპული ნავალნის დედას კი შვილის ცხედარს ამ დრომდე უმალავენ, მან ამჯერად სასამართლოს მიმართა. რუსეთის მთავარი ოპოზიციონერის სიკვდილიდან ექვსი დღის შემდეგაც, ოჯახმა მომხდარის ზუსტი დეტალები არ იცის. გამომძიებლებმა დვოკატს და დედას უთხრეს, რომ ქიმიური ექსპერტიზა ტარდება, რის გამოც ცხედარს კიდევ ორ კვირას ვერ გადასცემენ.


close დახურვა