logo
ENG



ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

27 ივლ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი წაქაძე, რომელსაც ძალადობას ედავებიან, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ირაკლი წაქაძე სწორედ ის პირია, რომელიც აგარაკზე დაპირისპირების პირველ ინციდენტში მონაწილეობდა. კერძოდ, წაქაძე არის საბურთალოელი, რომელიც 18 ივნისს, ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ წაქაძე მცხეთის ხიდზე მომხდარ ინციდენტში და გიორგი შაქარაშვილზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა.  

იგი პირველია, ვინც ბრალი ნაწილობრივ აღიარა. საბურთალოელები დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო ნახალოვკელები ბრალს არ აღიარებენ. 

ცნობისთვის, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სასამართლომ 11-ვე პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. 


close დახურვა