სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ენერგოკომპანიები უკმაყოფილოები არიან, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფები იმაზე ნაკლებით გაიზარდა, ვიდრე ისინი, ხარჯებიდან გამომდინარე ითხოვდნენ.
"კომპანიები არიან უკმაყოფილო, იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩენ მიერ დადგენილ წესებს, პრინციპებს. ამიტომ, ამ ეტაპისთვის მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება". - თქვა ნარმანიამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებს ამტკიცებს.
- ახალი ტარიფები დეტალურად ნახეთ აქ.
ფასები დგინდება 6 თვით, 1-ლ ივლისამდე; ივლისიდან ტარიფები ისევ გადაიხედება.
თელასის ტექნიკურმა დირექტორმა, მიხეილ ანთაძემ თქვა, რომ წარმოდგენილი ფასები ვერ უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯების ანაზღაურებას. მისი თქმით, რისკების გამო ვერ გაიზიარებს ტარიფების სემეკის მიერ წარდგენილ სტრუქტურას.
"მარეგულირებელი კომისიის მიერ პროგნოზირებული ტარიფები არ შეესაბამება ჩვენს პროგნოზებს. იმედი გვაქვს, მარეგულირებელი კომისია გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს". - თქვა მან.
სემეკის სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება.