logo
ENG



ნიდერლანდების საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა

10 მაი 202417:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/ehqvcloigb7p3c6.jpg

ნიდერლანდების საელჩო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაშინება, მუქარა და მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმა დაუშვებელია.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა.

"დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჯერად სიცოცხლის მოსპობის მუქარითაც ურეკავენზარები ხორციელდება მათ ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან.


close დახურვა