logo
ENG



ნინო ჟვანია: მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო, ვისურვებდი მე დამმართნოდა

04 აგვ 202017:40
3 წუთის საკითხავი
clock 1542

გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მისი შვილისთვის ბრალის დამძიმებას არ ეთანხება.

ნინო ჟვანიას თქმით, ბუსა ჟვანიას ოჯახი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

“მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა, მადლობა ღმერთს. მეორე არის ის, რომ მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. მე ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. მესამემ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. თუმცა, რომ დაუმძიმეს ბრალი, ჩემთვის ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ ესეთს“, - განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს 2 აგვისტოს დაესხნენ.   გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის  განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

3 აგვისტოს პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი დაუმძიმასაგამოძიებო უწყება მას 19, 108-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟვანიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

თოფაძის შვილიშვილს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. 


close დახურვა