logo
ENG



ნუცა კუხიანიძე, მამას ქართული ოცნებისა და საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს

16 დეკ 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
uy0wubor39xrny7.jpg

დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის შვილი, ნუცა კუხიანიძე, მამას ,,ქართული ოცნებისა" და საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

ცნობილი მსახიობი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმულ უხამს ბრალდებას ემიჯნება და აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს.

„ეს ადამიანი იმყოფება, მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ ვერაფერს კარგს ვერ ამბობ, უბრალოდ უნდა გაჩერდე. როგორც მამაზე, ოჯახის წევრზე, ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, რომ ასეთ სულელურ ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მეგონა პირველი განცხადების მერე თავს შეიკავებდა, მაგრამ მაინც აგრძელებს. მისთვისაც უკეთესი იქნება საერთოდ დატოვოს ეს პარტია. კარგი იქნებოდა თვითონ გადამდგარიყო, მაგრამ მე ვერ ვისაუბრებ მის ნაცვლად და ვერც ვერაფერს ვურჩევ, თავისი ცხოვრება და შეხედულებები აქვს. როცა ადამიანი ამ რეჟიმში თავს სწირავს, გმირია რა თქმა უნდა“, - აცხადებს ნუცა კუხიანიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“ - წერდა კუხიანიძე.

 


close დახურვა