logo
ENG



ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, დაგვიჯერეთ ექიმებს - გამყრელიძე

16 აპრ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრონ და ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ. 

გამყრელიძის თქმით, მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. 

"ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისადმი. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს ეს აღდგომა გადავიაროთ და სხვა ფორმატში ჩავატაროთ. საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა. ეს 4 დღე კრიტიკულია ქვეყნისთვის და მომავალი 7 დღეც რთულია. როდესაც ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით ჩვენს მიცვალებულებთან და მათ პატივს მივაგებდით, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ისინი ლოცულობენ, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ის რაც სხვა ქვეყნებში მოხდა. დღესაც ასობით ადამიანი იღუპება, ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში, რომ ისევ ამ ტემპით გავაგრძელოთ. ამას ჩვენ გავუმკლავდებით. გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. იმედი მაქვს ჩვენი ხალხის, რომ ყველა ცივი გონებით შეხვდება ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებენ, იმის გამო რაზეც ვსაუბრობ. დაგვიჯერეთ ექიმებს", - აღნიშნა გამყრელიძემ. 


close დახურვა