logo
ENG



ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

17 ოქტ 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/xuz7mun32dw1uhp.jpg
Michael Kappeler/Pool/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა - აეროპორტში მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

დღეს შოლცმა ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ. ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა