ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება, ასე რომ ვიმედოვნებთ, მთავრობა პრიორიტეტების შესრულებას შეძლებს და შეგვეძლება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.