logo
ENG



ომის ერთი წელი - შაბათის ფორმულა

25 თებ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან - რუსეთის სასტიკი დანაშაულების, მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვების მკვლელობის, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების განადგურების, ამავე დროს უკრაინელი ხალხის თავგანწირული წინააღმდეგობის და გარდაუვალი გამარჯვების ერთი წელი. ამ ერთ წელიწადში, მთელი მსოფლიო და მსოფლიოს დღის წესრიგი, ჩვენს თვალწინ შეიცვალა. ცივილიზებულმა სამყარომ სინათლის და სიმართლის მხარე აირჩია. უკვე ერთი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნის, უკრაინის გამარჯვება და მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტების - რუსეთის დამარცხება, პლანეტის ნომერ პირველ ამოცანად იქცა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, შაბათის ფორმულა ისევ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილშია და დღეს, ჩვენ გაჩვენებთ, რა ხდება ქალაქში, რომლის აღებას, პუტინი სამ დღეში გეგმავდა. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ და საკუთარი ქვეყნის დაცვის უმაღლესმა სტანდარტმა, უკრაინელი ხალხი, გამარჯვებას ისე მიუახლოვა, რომ ყველა გათვლით, პუტინი საბოლოოდ და ძალიან მწარედ, სწორედ უკრაინაში დამარცხდება.


close დახურვა