logo
ENG



ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა

15 დეკ 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/28fbx82f7zj7wn7.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ინფორმაცია ამის შესახებ მან X (Twitter)-ზე გაავრცელა.

"ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებითი თანხის გადაცემაზე", - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.

ამასთანავე, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ."

ცნობილია, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, მოლაპარაკებები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.


close დახურვა