logo
ENG



ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა უეხლოესი ორი დღის განმავლობაში გაიმართება

07 მარ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
1gkvfa4ocdz2lym.jpg

როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, ამას მხარეები არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს.

ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უახლოესი არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ.

„ფორმულას“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატები ოპოზიციონერ ლიდერებს დღეს ინდივიდუალურად შეხვდნენ.  საუბარი კი, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემას შეეხებოდა. არსებული ინფორმაციით, ელჩების ჩართვით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უახლოესი ორი დღის განმავლობაში შედგება.


close დახურვა