ოცნების დასასრული-დემოკრატიისთვის ბრძოლა საქართველოში - ამ სახელწოდების პანელზე, არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები ევროპარლამენტში წარსდგებიან.
მოძრაობის წევრები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტარებტანაც. აქტივისტები, ევროსტრუქტურებს, საქართველოში შექმნილ ვითარებას გააცნობენ.
„მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება ევროპარლამენტში დემოკრატიის ევროპული შეთავაზების მიერ, რომელსაც ხსნის ევრონესტის ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი. გვერგო პატივი „სირცხვილიას“ ვიმონაწილეოთ ამ პანელში. ჩაატარებს შეხვედრების სხვადასხვა ევროპარლამენტარებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, ბევრ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს საქართველოში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ვეტყვით რა პრობლემები გვაქვს აქტივიზმის თვალსაზრისით და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული დემოკრატია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.