logo
ENG



პანდემია მალე დაიძლევა და ჭრილობებიც შეხორცდება - მსოფლიო პატრიარქმა მრევლს მიმართა

13 აპრ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

„ძმანო და შვილნო, მალე გავა დრო, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება“, - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, მრევლს და ამავდროულად ვნების კვირის დაწყების შესახებაც აუწყა.

პანდემიის პირობებში მსოფლიო პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს, შეიტანონ საკუთარი წვლილი კორონავირუსის პრევენციაში და დაემორჩილონ მეცნიერების რეკომენდაციებს.

წერილობით გზავნილში, რომელიც მედიაში გავრცელდა ხაზგასმულია, რომ მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება  რწმენა, ასევე არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი.

აღდგომის ბოლო კვირა ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით მძიმეა. ეს კვირა იესოს წამებას და ჯვარცმას უკავშირდება.   


close დახურვა