სახელმწიფო პროგრამა ''აწარმოე საქართველოში'' მხარდაჭერით ქართული მოდის ნაწარმი საზღვარგარეთ მნიშვნელოვან შოურუმებში თავსდება, რაც ახალგაზრდა დიზაინერებისათვის კოლექციების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ბიძგია.
ასეთი დახმარება კი მათთვის კრიზისის პირობებში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთ გამოსავლად ონლაინ გაყიდვები რჩება.
პანდემიის პირობებში საქართველოსა და მსოფლიოში დიზაინერები და მოდელები პოდიუმზე დაბრუნების მოლოდინში არიან.