logo
ENG



პარიზის ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

21 ივნ 202323:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/4qy4ptcvnrvdj93.jpg

ბოლო მონაცემებით, პარიზის ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. CNN-ის ცნობით, ადგილზე 270 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

დღეს პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ Val de Grâce-ის ტერიტორიაზე გასვლას, რადგან მიმდებარედ ერთ-ერთი შენობის ფასადი ჩამოინგრა, ხოლო ცეცხლი მეზობელ შენობებს მოედო.

ადგილობრივების ცნობით, დაახლოებით, საღამოს 5 საათზე ერთი დიდი და ერთი მცირე აფეთქების ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია.


close დახურვა