logo
ENG



პარიზში ძლიერი აფეთქება იყო - არიან დაშავებულები

21 ივნ 202321:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/himsdpxek7twhry.jpg
Abdulmonam Eassa/AFP/Getty Images

პარიზში ძლიერი აფეთქება იყო, საერთაშორისო მედიების ცნობით, ინციდენტის შედეგად, რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ Val de Grâce-ის ტერიტორიაზე გასვლას, რადგან მიმდებარედ ერთ-ერთი შენობის ფასადი ჩამოინგრა, ხოლო ცეცხლი მეზობელ შენობებს მოედო. 

ადგილობრივების ცნობით, დაახლოებით, საღამოს 5 საათზე ერთი დიდი და ერთი მცირე აფეთქების ხმა გაიგეს - პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი, რომელმაც სხეულზე დამწვრობები მიიღო.

ადგილობრივი მედიები კი პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია.


close დახურვა