logo
ENG



პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

06 აპრ 202219:31
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს
კადრი ვიდეოდან / მარი ნიკურაძე

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის წინ ხელებგაკოჭილები წვანან.

ისინი იმეორებენ უკრაინული ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ცნობილ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხელებგაკოჭილები არიან.

გასულ კვირას უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მათ შორისაა ქალაქი ბუჩაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი რუსული ჯარების სისასტიკემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.  

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ან უარესი სიტუაციაა გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში.


close დახურვა