logo
ENG



პარლამენტთან წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ

07 მარ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/klkni0178q9kan7.jpg

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. 

ამ დროისთვის, ადგილზე დაძაბული ვითარებაა. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი დააყენეს. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს. 

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.


close დახურვა