logo
ENG



პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

02 ივლ 202014:52
3 წუთის საკითხავი
clock 754
7ow3uakjs5ht00j.jpg

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა  - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.


close დახურვა