logo
ENG



პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის განიხილავენ

04 ივნ 202009:21
3 წუთის საკითხავი
clock 1090

პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ. პარლამენტის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხდება.

გარდა ამისა, დღესვე კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშსაც განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში კობა გვენეტაძეს ელიან.

ამასთან, 5 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებას შეიტანენ, რაც ყველა სახის ხარჯების შემცირებას გულისხმობს. თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემცირებულ ხარჯები დაპირებულზე ბევრად ცოტაა. ხელისუფლების ოპონენტებს მწვავე კითხვები აქვთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთანაც. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებამ ბიუჯეტის შემცირების გარდა, უნდა შეამციროს გადასახადებიც. 

"მთავარი საკითხი შემდეგი წლის ბიუჯეტში არის, რომ ისინი არ ამცირებენ მთავრობის ზომას და ხარჯებს რეალურად. ანუ სულ თავიდან სხვა ციფრი თქვეს და ახლა რაღაც კომიკური ციფრია. ამასთან არ წევენ გადასახადებს და ეს საპენსიო ფონდი, რომელიც ყველას შრომის ფულით არის შექმნილი, ისევ იტოვებენ რაღაც ბალიშად ასეთი გაჭირვების დროს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი, ამბობს, რომ სებ-ის ხელმღვანელთან მწვავე კითხვები ექნება, მათ შორის სესხების გადავადების ფარგლებში პროცენტების არსებობასთან დაკავშირებით. 

"ვფიქრობ კობა გვენეტაძეს მოუწევს რეალური პასუხების გაცემა და არა ზოგადი პასუხებს. მაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ქვეყანაში სადაც იყო ნათქვამი, რომ სესხების გადავადება პროცენტების გარეშე მოხდება, ისინი ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი მათ ამათ არ უკრძალავთ. როდესაც პრემიერი გამოდის და განცხადებას აკეთებს, ვფიქრობ, რომ მანამდე შეთანხმება უნდა არსებობდეს", - თქვა დავით ჭიჭინაძემ. 

ეროვნული ბანკის მუშაობით უკმაყოფილოა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. გოცირიძე ამბობს, რომ სებ-მა მოვალეობას თავი ვერ გაართვა. 

"ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა თავისი მიზნობრივი მაჩვენებელი, გაუფასურდა ლარი, ამან გამოიწვია ხალხის კიდევ უფრო მეტად გაღარიბება. მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და კორუფციული   ბიუჯეტით კიდევ უფრო მეტად დამძიმდა მდგომარეობა. უარყოფითად ვაფასებ ეროვნული ბანკის გასული წლის მუშაობას", - ამბობს გოცირიძე.

პარლამენტის ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში გაუფასურებული ლარი და იფლაციაა. 

"დღეს ვისმენთ ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშს. ეს არ იყო მარტივი წელი საქართველოს ეკონომიკისთვის. მთელ რიგ გამოწვევებთან უწევდა სებ-ს ბრძოლა. მთავარი პრობლემა არის ლარის კურსი და ინფლაცია. 5 ივნისს მივიღებთ კორექტირებულ ბიუჯეტს. ყველა ხარჯი შემცირდება, გარდა იმისა, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის უზრუნველყოფას", - განაცხადა კოვზანაძემ


close დახურვა