პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, კარანტინში გადაიყვანეს, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა.
როგორც "ფორმულასთან" საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტი ისევ კარანტინში რჩება და მას კლინიკური გამოვლინებები არ აქვს.
რუხის საავადმყოფოდან კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. რუხის კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები გაუარესდა.
ხოლო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 7 ადამიანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, ამჟამად კლინიკაში 40 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.