პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაახლოებით ერთი საათის წინ პედიატრს ოჯახის წევრები ეძებდნენ. ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩახუნაშვილი სახლიდან მეგობართან შესახვედრად გავიდა, შემდეგ კი ვეღარ უკავშირდებოდენ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქოდათ.